AElement Fusion

AElement Fusion

 

Ælement Fusion არის ელექტრონული საკეტი მრგვალი წამკითხველით რომელიც აღჭურვილია ინტერაქტიული რკალური განათებით. განათება რეაგირებს წამკითხველზე  ელექტრონული გასაღების წარმოდგენისას, რაც ხაზს უსვამს მინიმალისტურ დიზაინს, რომელიც ნემისმიერი სასტუმროს ინტერიერს იდეალურად ერწყმის. 

 

Ælement Fusion გამორიცხავს კარზე ნებისმიერი საკეტის არსებობას, ყველა ელექტრონული კომპონენტის კარში მოთავსებით, რაც უსაფრთხოების სისტემას პრაქტიკულად უხილავს ხდის. ჩამკეტი მექანიზმის კარში მოთავსება კარს სძენს ელეგანტურ გარეგნობას და აუმჯობესებს უსაფრთხოებას.

 

მიუხედავად ტრადიციული ჩამკეტი მექანიზმის არარსებობისა,  Ælement Fusion ფუნქციონირებს როგორც SALTO-ს სხვა ელექტრონული საკეტები. საკეტი აერთიანებს SALTO-ს დამოუკიდებელ, ელემენტზე მომუშავე ელექტრონულ საკეტსა და სალტოს ვირტუალურ ქსელს (SVN), მოწინავე, უკაბელო ტექნოლოგიას ონლაინ, რეალურ დროში მონიტორინგითა და მობილური წვდომის ტექნოლოგიასთან NFC & BLE თავსებადობით.

ფერი:
პროდუქტის აღწერილობა

 

ძირითადი მახასიათებლები

  • მარტივი სერვისი: მხოლოდ ელემენტების შეცვლას საჭიროებს პერიოდულად;

  • უკაბელო დამოუკიდებელი ქსელური სისტემა (SVN); SALTO Wireless ონლაინ კონვერტირებადი;

  • საკეტი ხელმისაწვდომია სპილენძისფერ (პრიალა, სატინი, დაძველებული), ქრომირებულ (პრიალა, სატინი) და შავ ფერებში;

  • დიზაინერული სახელურების ფართო არჩევანი დამზადებული პრესტიჟული ბრენდების მიერ;

  • ორშრიანი წამკითხველი;
  • დაშვებისა და უარყოფის აღმნიშვნელი ორფეროვანი LED განათება (მწვანე/წითელი);

  • RFID ბრენდების ფართო სპექტრის დაფარვა, რომელიც მრავალ აპლიკაციასთან ინტეგრაციის საშუალებას იძლევა ერთი ბარათის გამოყენებით (მაგ. უნაღდო ანგარიშსწორება და T&A სისტემები);

  • NFC (Near Field Communication) ტექნოლოგიასთან თავსებადობა, რაც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონებით საკეტის მართვას;

  • დაშიფრული და უსაფრთხო კომუნიკაცია მოწყობილობასა და ელექტრონულ საკეტს შორის;

  • Do not disturb” ელექტრონული ფუნქცია, შიდა მხრიდან კარის მექანიკური ჩაკეტვით;
  • „Privacy“ ფუნქცია შიდა მხრიდან ჩამკეტი ღილაკით.

  • სპეციალური მოციმციმე ინდიკატორი საკეტის „Privacy“ რეჟიმში გადასვლისას ;

  • საკეტი ყოველთვის შეიძლება გაიხსნას შიგნიდან (ერთჯერადი მოქმედების ფუნქცია მომუშავე შესაბამის საკეტთან ერთად); 

  • უსაფრთხოების მაღალი დონე სადენებისა და წამკითხველის არეალის ბურღვისაგან დამცავი ფირფიტების საშუალებით; 

  • მარტივი მენეჯმენტი ProAccess SPACE, რაც უზრუნველყოფს ოპერაციებს სასტუმროს მიმღებიდან. თავსებადობა თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფასთან (PMS).