რატომ არის აუცილებელი ABLOY PROTEC2-ის ცილინდრი ქონდეს ყველა შენობას?

ABLOY Protec2 დღესდღეობით ითვლება ყველაზე უსაფრთხო ცილინდრად მთელს მსოფლიოში, რომელიც ერთადერთია ამ სახეობაში და რომელსაც აქვს 1 970 000 000 კომბინაცია. აიტეკი კი ოფიციალური დილერია ამიერკავკასიაში, რომელიც  გთავაზობთ ადგილზე დამზადებასა და გასაღების მასტერიზაციას. 

ერთად განხვილით , რითია ეს ცილინდრი განსაკუთრებული და რატომ არის აუცილებელი , რომ ის ყველა სახლისა თუ შენობის კარს ამშვენებდეს :

 

  1. ABLOY Protec2 უნიკალურია დიდი ობიექტების დასაცავად , რადგან  მასტერ გასაღების საშუალებით შეგიძლიათ მართოდ ყველა კარი. ეს ნიშნავს , რომ Protec2 ხელმისაწვდომია ყველა სახის საკეტისთვის, მათ შორის ბოქლომისთვის, კაბინეტის საკეტებისთვისა და კარის ცილინდრებისთვის, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ აქ ჩამოთვლილი ყველა საკეტის ინდივიდუალურ გასაღებთან ერთად, იქონიოთ მასტერ გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ცილინდრის გაღება- ჩაკეტვა. (მასტერ გასაღების რაოდენობა მზადდება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად)
     
  2. ABLOY Protec2 აკმაყოფილებს და უფრო მეტიც, უსწრებს მრავალი საერთაშორისო, ეროვნული და მომხმარებლის სპეციფიკური სტანდარტის მოთხოვნებს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით ABLOY Protec2 განიხილება, როგორც გლობალური უსაფრთხოების გამოსავალი. 
     
  3. მასტერ  სისტემაში 2 მილიარდი კომბინაციის გამო, მისი დუბლიკატის დამზადება შეუძლებელია. მას შეუძლია გაუძლოს ფიზიკურ შეტევას, უზრუნველყოს დაცვა უნებართვო შესვლისგან და მკაცრი გარემო პირობებისგან.
     
  4. ABLOY Protec2 შესაძლებელია ინტეგრირდეს abloy CLIQ -ის ელექტრომექანიკურ ტექნოლოგიასთან, რომელიც არის ინტელექტუალური და კონფიგურირებადი სისტემა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხო წვდომის კონტროლს დროის ფუნქციებით. თქვენ შეგეძლებათ კარის გაღება-ჩაკეტვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
     
  5. გასაღების დაკარგვის შემთვევაში ჩვენი კომპანია გთავაზობთ ცილინდრის კოდის შეცვლასა და ახალი გასაღების დამზადებას. მხოლოდ ITEQ Georgia-შია შესაძლებელი გასაღების დუბლიკატის დამზადება ბარათის წარმოდგენის შემთვევაში.

მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ცილინდრი, რომელთანაც ყველა "ატმიჩკა" უძლურია :)